მოდერნიზაცია

მოდერნიზაცია
ფართო აზრით, გულისხმობს ზოგადსაკაცობრიო ევოლუციის თანმდევი, ახალი სააზროვნო ფორმებისა და ტექნოლოგიების დამკვიდრების პერმანენტული პროცესს. ასეთი გაგებით, მოდერნიზაცია უწყვეტი და უსასრულო პროცესია და მისი შედეგი არ არის ერთჯერადი მონაპოვარი. ვიწრო აზრით, ამ ტერმინით სოციოლოგიაში აღნიშნავენ ტრადიციული, სასოფლო, აგრარული საზოგადოებიდან სეკულარული, ინდუსტრიული, ურბანისტული საზოგადოებად ტრანსფორმაციას. მოდერნიზაციის პროცესი დღეისათვის არ შემოიფარგლება ერთი ცალკეული ქვეყნის შინაგანი განვითარებით. ის უნდა განიხილებოდეს გლობალური მასშტაბით, რადგან მოდერნიზაცია გავრცელდა თავისი წარმოშობის ადგილიდან - დასავლეთიდან - და მთელი სამყარო მოიცვა. მოდერნიზაცია კურსის ფარგლებში შეიძლება განვიხილოთ როგორც: 1. დასავლური საზოგადოების (ცივილიზაციის) განვითარების კონკრეტული ეტაპისათვის დამახასიათებელი სოციალურ-კულტურული ნიშნების ერთობლიობა, რომელიც უნდა განიხილებოდეს ზოგადად, დასავლური საზოგადოების განვითარების კონტექსტში, ამ ცივილიზაციის წინამორბედ კულტურულ ფორმების თავისებურებებთან უშუალო კავშირში. 2. სოციალურ-კულტურული ნიშნების ერთობლიობა, რომელიც მსოფლიო საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპის სპეციფიკამ სხვა, არადასავლურ საზოგადოებათა (კულტურათა, ცივილიზაციათა) მახასიათებლად აქცია. ამ არადასავლურ საზოგადოებათა მოდერნიზაციის პროცესში გამოკვეთილი ახალი კულტურული პროცესების აღწერას კურსში რამდენიმე სალექციო თემა ეთმობა. მოდერნიზაციის პირველი გაგება შეიძლება გამოვიყენოთ დასავლური საზოგადოების ისტორიული და თანამედროვე განვითარებაზე მსჯელობისას, ხოლო მეორე - თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების აღსაწერად. მოდერნიზაციის უმნიშვნელოვანეს ფაქტორებად მიჩნეულია: ეკონომიკაში - ახალი ტექნოლოგიებისა და კაპიტალის გამოყენების გაზრდა, ბუნებრივი რესურსების ფართო ათვისება, მეურნეობის მეორადი და მესამეული სექტორების გაფართოება, კაპიტალის, შრომისა და სასაქონლო ბაზრის განვითარება. სოციალურ სფეროში - სოციალურობის ადრინდელი, წინასწარგანსაზღვრული (ასკრიპტიული) ტიპებისა და სოციალური კუთვნილების ზოგადი ტიპების შესუსტება, ადრინდელი, პირველ რიგში, რელიგიური, საერთო ასკრიპტიული კავშირების ფრაგმენტაცია და ახალი, საბაზრო ან პროფესიულ კრიტერიუმებზე დამყარებული რაციონალური კავშირების სფეროს გაფართოება. ამ უკანასკნელს თან სდევს სოციალური და პროფესიული დიფერენციაციის ზრდა, განსაკუთრებით კლასობრივი, ქონებრივი და ფუნქციური, წარმოების, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ერთმანეთისაგან გამოყოფა, ურბანიზაციის ზრდა და სოფლის ჩართვა საბაზრო ურთიერთობებში. სტატუსის ადრინდელი, მემკვიდრეობით მიღებული და ჯგუფისადმი კუთვნილებით განსაზღვრულ ასკრიპტიული სიმბოლოთა ნაცვლად მზარდ აღიარებას იღებს „მიღწევის“ კრიტერიუმი მოღვაწეობის ახალ, უპირველეს ყოვლისა, სამეურნეო, ფინანსურ და საქმიან სფეროში. პოლიტიკის სფეროში - ცენტრალიზებული ნაციონალური სახელმწიფოების ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებში ყალიბდება საკუთარი ინტერესებისათვის მებრძოლი სხვადასხვაგვარი სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობები, ელიტები და ჯგუფები; დინასტიური რეჟიმების ლეგიტიმურობის ტრადიციული ფორმების შესუსტება და დემოკრატიის ზოგიერთი ელემენტის შემოტანა; ცვლილება ცენტრსა და პერიფერიას შორის ურთიერმიმართებაში, რაც გამოიხატება იმით, რომ პერიფერიისათვის ხელმისაწვდომი ხდება ხელისუფლება ცენტრში. კულტურულ სფეროში - ღირებულებითი ორიენტაციების დიფერენციაცია, საზოგადოებრივი ცოდნისა და განათლების სეკულარიზაცია და პლურალიზაცია, იდეოლოგიური მიმართულებების მრავალფეროვნება, მასმედიის განვითარება. უპირატესობა ენიჭება და აღიარებული ხდება ქცევის სულ უფრო მეტი ინდივიდუალიზაცია და პიროვნების თვითგამორკვევა. სულიერ სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებად მიიჩნევა სეკულარიზმის გავრცელება რისი საფუძველიც არის მეურნეობისა და პოლიტიკის ავტონომიურობის ზრდა, მოღვაწეობის პრაქტიკული და რაციონალური ფორმების გაფართოება, სადაც განმსაზღვრელი კრიტერიუმები არა მორალური, სულიერი ან ესტთეტიკური მოსაზრებებია, არამედ ეფექტურობა და პრაქტიკული სარგებელი. ამ ცვლილებების (რომელთა ხარისხის განსაზღვრა ემპირიულადაც არის შესაძლებელი) არსებითი პარამეტრები მოსახლეობის მობილურობის, სოციალურ და პოლიტიკურ მართვაში მისი მონაწილეობის და, ასევე სხვადასხვა სოციალურ ჯგუფის თანამედროვე კულტურაში ჩართულობის ხარისხია. მოდერნიზაცია მოიცავს მოსახლეობის სულ უფრო ფართო ფენებს, ათავისუფლებს რა მათ ყოფისა და წარმოების უძრავი ფორმებისაგან. მაგრამ მოდერნიზაციის პროცესის სტრუქტურაში ყოველთვის ხდება მეწარმეთა ფენის გაძლიერება და დაქირავებული შრომის გამოყენების ზრდა. ინსტიტუციური თვალსაზრისით - მოდერნიზაცია გამოიხატება ინსტიტუტების დიფერენციაციის ზრდაში, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ მოღვაწეობის ახალი ფორმების რეგულაციას. ცხოვრების ყველა სფერო, რელიგიურის ჩათვლით, უფრო მრავალფეროვანი ხდება. სოციალური თვალსაზრისით, მოდერნიზაციის მამოძრავებლი ძალა, უმეტესწილად, ის აქტიური ფენებია, რომლებსაც შუალედური პოზიცია უკავიათ ადრე არსებულ ძირითად სოციალურ ფენებთან მიმართებაში. ხშირად მოდერნიზაციის ინიციატორებად გამოდიან უცხო კულტურული ელემენტები, სხვა კონფესიური თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. მათ ახასიათებთ გაზრდილი მობილურობა და აქტიურობა სავაჭრო-საწარმოო სფეროში.
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Полезное


Смотреть что такое "მოდერნიზაცია" в других словарях:

  • რეფლექსური მოდერნიზაცია — თანამედროვე საზოგადოების ძირითადი ინსტიტუციონალური მახასიათებლების განვითარების აჩქარებასა და რადიკალიზაციას წარმოადგენს. ეს მახასიათებლებია: კაპიტალიზმი, ინდუსტრიალიზმი, სახელმწიფო ადმინისტრაცია, სამხედრო ძალა.რეფლექსური მოდერნიზაცია ყოველთვის… …   Georgian encyclopedia

  • მოდერნიზაციის თეორიები — – დასავლური კულტურაში მოდერნიზაციის საფუძვლების ჩამოყალიბების სხვადასხვაგვარი ახსნა არსებობს. ვებერისეული ხედვა უპირატესობას იმ ფასეულობათა ხასიათში ხედავს, რომელიც მატერიალური სიკეთის დაგროვებასა და გაფართებაზეა ორიენტირებული. მეორე მიმართულება… …   Georgian encyclopedia

  • მოდერნული საზოგადოება — ინდუსტრიული საზოგადოებაა. საზოგადოების მოდერნიზება, უპირველეს ყოვლისა, მის ინდუსტრიალიზაციას ნიშნავს. ისტორიულად, მოდერნული საზოგადოების აღზევება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ინდუსტრიული საზოგადოების წარმოშობასთან. მოდერნულობის ყველა ძირითადი… …   Georgian encyclopedia

  • კულტურათა ტიპოლოგიზაციის ტრადიციულობა და ინოვაციურობა — კულტურათა ტიპოლოგიური რაობის განსაზღვრის ერთი საინტერესო ნიშნი მათი ტრადიციულობისა და ინოვაციურობის თვალსაზრისით გამიჯვნაა. როგორც ითქვა, ტრადიციის ქვეშ იგულისხმება სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის ელემენტები, რომლებიც არა მხოლოდ გადაეცემიან… …   Georgian encyclopedia

  • ინდივიდუალიზმი — • ადამიანების შეფასება და აღქმა მათი საქმიანობის მიხედვით. ცენტრალური მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას აკეთებენ ისინი. Source: თევზაძე გიგი ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია… …   Georgian encyclopedia

  • გლობალიზაცია — • ტერმინი გლობალიზაცია ინგლისურ სიტყვა globe ს უკავშირდება, რაც დედამიწას, გლობუსს ნიშნავს, ხოლო global მსოფლიოს, გლობალურს. გლობალიზაციის ტერმინის გამოჩენა დაკავშირებულია ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის სახელთან, რომელმაც ის 1983 წელს… …   Georgian encyclopedia

  • კოლექტივიზმი — • ანუ, ადამიანების შეფასება იმის მიხედვით, თუ რომელი ჯგუფის, კოლექტივის, ერთობის, ტომების წევრები არიან. ცენტრალური მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას ეკუთვნიან ადამიანები, და არა იმას, თუ რანი არიან ისინი თვითონ. Source: თევზაძე გიგი ინსტიტუციური… …   Georgian encyclopedia

  • კორუფცია — • ლათინური სიტყვაა (corrumpo) და პირდაპირი აზრით წახდენას, გაფუჭებას, მოსპობას, განადგურებას, დანგრევას, დარღვევას, ცდუნებას, გარყვნას, გახრწნას, მოსყიდვას, დამახინჯებას, ფალსიფიცირებას ნიშნავს. კორუფცია არ არის მარტოოდენ პარვა და მექრთამეობა;… …   Georgian encyclopedia

  • გლობალიზმი — • აზრობრივი ვირუსი, რომელიც ბოლო დროს შეეყარა ყველა პარტიას, ყველა რედაქციას, ყველა ინსტიტიტუტს. მის დოგმატს წარმოადგენს არა ის, რომ ადამიანებმა ეკონომიკურად უნდა იმოქმედონ, არამედ ის, რომ ყველაფერი, პოლიტიკა, მეცნიერება, კულტურა ეკონომიკურ… …   Georgian encyclopedia

  • TRACECA — • 1993 წელს ქ. ბრიუსელში ევროკომისიის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის შემუშავებულ იქნა რეგიონული პროგრამა TRACECA და მის მიზნებად ტრანსპორტის… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»